საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს და ემიგრაციაში წასვლის მსურველებს აფრთხილებს.
მისი ინფორმაციით, მოქალაქეები სოცქსელებში გაცნობილ შუამავლებს, რომლებიც საზღვარგარეთ სამოთხის მოწყობას ჰპირდებიან, არ უნდა ენდონ.
მისი თქმით, ამ სფეროში ბევრი თაღლითია, რომლებსაც სამოთხის ჯოჯოხეთად ქცევა შეუძლიათ.
ქვეყანაში არსებულმა მძიმე სოციალურმა მდგომარეობა, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე აიძულა დაეტოვებინა საქართველო და ოჯახის გადასარჩენად თავშესაფარი მოითხოვა ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, ირლანდიაში, კანადაში...
ემიგრაციაში წამსვლელ მრავალრიცხოვან ნაკადთან ერთად გაიზარდა თაღლითების რიცხვიც, ვინც ხელის მოთბობის მიზნით, დაინტერესებულ პირებს სთავაზობენ სხვადასხვა ტიპის სერვიზს.
სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი იმედგაცრუებული რჩება, როცა უცხო ქვეყანაში ვერ იღებს იმ კომფორტს, რასაც სთავაზობდნენ.
ახლა ვიმყოფები ერთ-ერთ სადეპორტო დაწესებულებაში, სადაც ახალგაზრდა გოგომ სუიციდი სცადა.
ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა…
ამიტომ, მოგიწოდებთ და გთხოვთ, თავი შეიკავოთ სოციალურ ქსელებში გაცნობილი შუამავლების მიერ შემოთავაზებულ „სამოთხეში“ გამგზავრებაზე, რომელიც დიდი ალბათობით ჯოჯოხეთად გექცევათ.
საფრთხეში ნუ ჩააგდებთ, როგორც პირად, ასევე ოჯახის წევრების სიცოცხლეს“, – წერს ნუგზარ სულაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
🔵მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი ბიძინა კულუმბეგოვისგან
🔵პროექტ „ძლევაი საკვირველის“ ფარგლებში დიდგორის ომზე კომპიუტერული თამაში შეიქმნება