ამ ნიშნების წარმომადგენლები არ აწყობენ სახალხოდ სკანდალს და თავიანთ ემოციებს ღიად არ გამოხატავენ. მათ თავშეკავებულობა და ტაქტიანობა ამშვენებს, ურთიერთობაში კეთილშობილური და სასიამოვნო არიან.
მათი სიმშვიდე და მიწიერება დედამიწის სტიქიის ძლიერი გავლენის ნიშანია. სწორედ დედამიწის ნიშნებს შეუძლიათ იამაყონ თავის ხელში აყვანისა და ემოციებზე გამარჯვების უნარით.
♉კურო
კუროს ნიშნის წარმომადგენელი ქალი საზოგადოებაში ყოველთვის ტაქტიანად და თავაზიანად იქცევა, მისდევს მორალურ ნორმებს და ზღვარს არასდროს სცილდება. გაწონასწორებული კურო იშვიათად კარგავს კონტროლს. თავისი სიჯიუტის გამო, შესაძლოა, ძალიან სერიოზულად იჩხუბოს ახლობელ ადამიანთან, მაგრამ ეს ძალზე იშვიათად ხდება. ქალი–კურო ძალზე კეთილგანწყობილი, მეგობრული და მომთმენი ნატურაა.
თხის რქის ნიშნის წარმომადგენელი ქალი არა მხოლოდ დედამიწის სტიქიის გავლენით იბადება, არამედ ასევე მას მფარველობს პასუხისმგებლობისა და მორალის მკაცრი პლანეტა – სატურნი. სწორედ ამიტომ, ის ყოველთვის სწორად იქცევა საზოგადოებაში და არასდროს აჩვენებს თავის გრძნობებს. მას საკუთარი თავის კონტროლი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც შეუძლია. თხის რქა–ქალს შეუძლია იამაყოს თავისი უზარმაზარი ამტანობითა და სიმშვიდით.
ქალწულის ნიშნის წარმომადგენელი ქალი ძალზე თავშეკაებული და მშვიდი ნატურაა, რომელიც არასდროს გასცდება მიღებულ ნორმებსა და ეტიკეტს. ის გამოირჩევა გონიერებით, მიუკერძოებლობითა და კორექტულობით. ქალწულს აქვს კარგი მანერები და შეუძლია საუბარი ნებისმიერ თემაზე წარმართოს. ის ცდილობს, არ აჩვენოს თავისი ემოციები, ამიტომ მასთან ურთიერთობა ადვილი და სასიამოვნოა. ერთადერთი, რაც მას ხელს უშლის – ეს კრიტიკის სიყვარულია, თუმცა, ამის გარეშე ქალწული–ქალი ასეთი უნიკალური არც იქნებოდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ოოოოხ, როგორ მენატრება“- ელენე ფოჩხუას ემოციური სტატუსი გარდაცვლილ ძმაზე
🔵როგორ უნდა დაიბრუნოთ კოვიდის გამო დაკარგული ყნოსვა?
🔵გიორგი სანაიას ყოფილი ცოლის სახლში უცხო პირები შეიჭრნენ
წყარო: sputnik-georgia.com