კულტურის სამინისტროს დაფინანსებით კომპიუტერული თამაში - დიდგორი იქმნება. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ თავად გაავრცელა და თამაშის თრეილერი გამოაქვეყნა.
უწყების ცნობით, თამაშის თრეილერი გამოცხადებულ კონკურსში, ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა გამარჯვებული პროექტის, ძლევაი საკვირველის ფარგლებში შეიქმნა.
„სამინისტრომ გაითვალისწინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს და მოახდენს მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების თქმით, თავად პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ოოოოხ, როგორ მენატრება“- ელენე ფოჩხუას ემოციური სტატუსი გარდაცვლილ ძმაზე