ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, თუ დროის რომელ მონაკვეთში არის ალერგია მოსალოდნელი.
„7.02.2022-13.02.2022 მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია:
თხილის (Corylus) და მურყანის (Alnus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის Cupressus-კვიპაროსის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.
სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ოოოოხ, როგორ მენატრება“- ელენე ფოჩხუას ემოციური სტატუსი გარდაცვლილ ძმაზე