Digest Logo

„ამ დროს ყველაზე წარმოუდგენლად მამაცი სურვილი ჩათქმაც კი შეგიძლიათ“ - ხათუნა ნოელის რჩევა ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებით

1644319844
ხათუნა ნოელი

მალე, სულ რაღაც 14 დღეში, 22 თებერვალი დადგება. ნუმეროლოგები ამ თარიღს პალინდრომს უწოდებენ, ეზოტერიკოსები კი ამბობენ, რომ ამ დღეს სურვილების ჩათქმისთვის საუკეთესო დროა. უფრო მეტიც ისინი კონკრეტულ საათსაც ასახელებენ. 

ასტროლოგი ხათუნა ნოელი ამბობს, თუ რისი გაკეთებაა ამ დღეს კარგი და რისგან უნდა შეიკავოთ თავი.

22 თებერვალი 2022- რამდენად ჯადოსნური დღეა ეს დღე? მართლა საუკუნეში ერთხელ უწევს? საერთოდ რას ნიშნავს? რა გველის - ავშენდებით თუ დავიქცევით? - ამ კითხვებით უკვე რამდენიმე ადამიანმა მომმართა...

მართალია ეს ნუმეროლოგიის სფეროა, მე კი მხოლოდ ასტროლოგი გახლავართ, მაგრამ მაინც მაქვს ამ კითხვებზე პასუხები.

რა არის პალინდრომი? ეს არის სიტყვა, რიცხვი, ფრაზა ან სიმბოლოთა სხვა თანმიმდევრობა, რომელიც იკითხება ერთნაირად, როგორც წაღმა, ასევე უკუღმა - მაგალითად „ატამი ითესა, ასეთი იმატა“.

თარიღი შეიძლება ჩაითვალოს პალინდრომად, თუ მისი ციფრები ემთხვევა გადაბრუნებისას. ეს ითვალისწინებს მხოლოდ ციფრებს, ხოლო დეფისები, ხაზები და წერტილები მხედველობაში არ მიიღება. მაგალითისათვის მოგიყვანთ 2020 წლის 2 თებერვალს.

ეს თარიღი ამ საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პალიანდრომია, რადგან მიუხედავად თარიღის ფორმატისა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. (წწ-თვე-დღე, დღე-თვე-წწ, ან თვე-დღე-წწ)
ის მაინც ყველა შემთხვევაში წაღმა-უკუღმა ერთნაირად იკითხება.

ამ მიზეზით, ამგვარ თარიღებს ასევე უწოდებენ „საყოველთაო, ან უნივერსალურ პალინდრომის დღეს“.

უნივერსალური პალინდრომის სხვა დღეები გვაბრუნებენ თითქმის ათასწლეულის უკან , 11/11/1111-ში, მომავალში ასეთი დღე იქნება 12/12/2121-ში და კიდევ უფრო შორს - 03/03/3030-ში.

ანუ უნივერსალური პალიანდრომები მართლა იშვიათობაა. მაგრამ გვაქვს გაცილებით უბრალოებიც, უახლოესი აგერ ახლახან 2 დეკემბერს გვქონდა (12022021), იმის წინა - 2021 წლის 20 იანვარს (1202021).

არაუნივერსალურ, ადგილობრივ პალიანდრომად შეიძლება ჩაითვალოს 22.02.2022 -იც. ადგილობრივად, იმიტომ რომ ეს თარიღი სხვა ქვეყნებში სხვაგვარად ჩაიწერება.

ავშენდებით, თუ დავიქცევით?👇

გააჩნია, ვინ რას მოვიმოქმედებთ ამ დღეს. მსოფლიო რომ არ გადაშენდება, ამას ალბათ უკვე მიხვდით.
ნუმეროლოგების თქმით, 2022 წლის 22 თებერვალი შეიძლება იყოს ჯადოსნური დღე, რომელსაც წარმატება მოაქვს. ამ დღეს ბედის კარი იხსნება და აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს შანსი მიაღწიოს წარმატებას ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს კარიერა, ოჯახი, სიყვარული, თუ ფული. და ამ ყველაფერს ხელს უწყობს 0 და 2 რიცხვების სინქრონული მონაცვლეობაო.

ნუმეროლოგიაში რიცხვი 2 ნიშნავს წონასწორობის წერტილს, სიმეტრიის ღერძს, რაც ხელს უწყობს მშვიდობისა და ჰარმონიის უზრუნველყოფას. მაშასადამე, ორიანი ითვლება სიყვარულის, დიპლომატიის და ურთიერთობების სიმბოლოდ. (ჩვენ კი ბავშვობაში გვეუბნებოდნენ „ორიანი“ ცუდი ნიშანიაო) ნუმეროლოგების ნაწილი თვლის, რომ რადგან ამ რიცხვში 2-ების რაოდენობა ძალზე მომატებულია, მთელი 6 ცალია, ეს რიცხვი გარდაიქმნება ძალზე ძლიერ ენერგიად. „ამ შემთხვევაში წარმოიქმნება ამ ენერგიის ჭარბი რაოდენობა. ამიტომ , 22 თებერვალი, უპირველეს ყოვლისა, ძალიან ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი ძალა, არასაკმარისი საკუთარი ენერგია“, - ამბობს ანა, რუსი ნუმეროლოგი. და დასძენს, - „მაგრამ ზედმეტად ენერგიულმა ადამიანებმა ჯობია ამ დღეს სიფრთხილე გამოიჩინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება „ენერგეტიკული აფეთქება“, რაც თავის მხრივ გამოიწვევს დესტაბილიზაციას მათ ცხოვრებაშიო“.

თუმცაღა ეზოტერიკოსები მიიჩნევენ, რომ აზრები მატერიალიზდება, ასე რომ თქვენ არ გჭირდებათ ცუდზე ფიქრი , მით უმეტეს ასეთ დღეს.

22 თებერვალს არავისთან ჩხუბი და ურთიერთობის გამორკვევა არ შეიძლება, ვინაიდან ნეგატიური ენერგიის მქონე ფიქრებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანს.

ასეთ დღეებში უსაქმოდ ჯდომა არ შეიძლება. თუ რამეს მოიფიქრებთ - დაიწყეთ ამის გაკეთება, ყველაფერი აუცილებლად გამოვა. წარმატებები ამ პერიოდში ელის შემოქმედებით ადამიანებს, აგრეთვე მათ, ვინც პროფესიულად კავშირშია გაყიდვებთან, ფინანსებთან და ინტელექტუალურ საქმიანობასთან.

მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას შეეცადეთ მოუსმინოთ თქვენს საკუთარ ინტუიციას. ნუ აჰყვებით სხვების აზრს, გარედან შემოსულმა მოსაზრებამ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ, რის გამოც თქვენი გეგმები შეიძლება ბოლო, გადამწყვეტ მომენტში დაინგრეს.

რისი გაკეთებაა რეკომენდებული პალინდრომის თარიღზე:👇

👉უპირველეს ყოვლისა, ვეცადოთ ვიყოთ კარგ ხასიათზე.

👉ჩამოწერეთ სურვილების სია.

👉განსაზღვრეთ განვითარების მიმართულება.

👉დავიწყეთ რაღაც ახალი.

👉მოვაწესრიგეთ სახლი და აზრები.

👉კარგი იქნება ამ დღეს მავნე ჩვევებზე უარის თქმა.

👉მოვიშორეთ ძველი და გატეხილი ნივთები, ძველი ტანსაცმელი.

რაც, პირიქით, რეკომენდებულია არ გააკეთოთ:👇

👉არავის უსურვოთ ზიანი.

👉თავიდან აიცილოთ კონფლიქტები.

👉ნუ იზარმაცებთ.

👉ნუ იჭორავებთ.

👉ნუ იყიდით ნივთებს დაუფიქრებლად.

👉ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს მარცხისა და შეცდომების გამო.

სხვათა შორის, პალინდრომის დღეს პალინდრომის საათიც იქნება. 22:02 - სწორედ ამ დროს გვირჩევენ ასტროლოგები ჩვენი ყველაზე წარმოუდგენლად მამაცი სურვილის ჩათქმას. იმ პირობით რომ ეს სურვილი სხვებისათვის ზიანის მომტანი არ უნდა იყოს. თორემ სარკისებურ თარიღზე ამას აუცილებლად სარკის ეფექტი ექნება.

ისინი ასევე გვირჩევენ, აუცილებლად ვისარგებლოთ ამ დროით და გავიწმინდოთ აურა, ვილოცოთ, ვიმედიტიროთ“, - წერს ხათუნა ნოელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

🔵„აქტუალური გახდა ფრაზა – „ლარი მყარდება დოლართან მიმართებით და უფასურდება ჯონჯოლთან მიმართებით“ - გოცირიძე

🔵მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი ბიძინა კულუმბეგოვისგან

🔵პროექტ „ძლევაი საკვირველის“ ფარგლებში დიდგორის ომზე კომპიუტერული თამაში შეიქმნება