სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა.
👉„ვერ იტანს უსამართლობას, ამის გამო ბავშვს უმწარებთ ცხოვრებას?“ - გრიგორიადისის მამა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
ამ ამბავს ჟურნალისტი - ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ლაზარეს სოლიდარობას უცხადებს.
„ლაზარე არის პლაკატური მაგალითი იმისა, თუ სად იყრება ჩვენი გზები.
მავანს რომ ლაზარეს გარეგნობა კომპრომატი გგონია და მე კიდევ პირიქით მისი განსხვავებულობა ხიბლი.
მის ბაბუას უთქვამს – „ლაზარე ვაჟკაცი ბიჭიაო“.
კი ლაზარე თმას იღებავს, საყურე უკეთია, ტატუც აქვს და აბჯარიც ალბათ მხოლოდ კარნავალზე აცვია, მაგრამ როცა საქმე ქვეყნის სიყვარულს ეხება, ლაზარეები ჩაფხუტს იხურავენ და ომში მიდიან, ოკუპირებულ საზღვარზე ჩადიან, 13 ივნისს ვერეს ხეობას წმინდავენ, 20 ივნისს გავრილოვის სავარძელს და 8 მარტს რუსთაველზე ქვეყანას სინდისს“, – წერს ჟორჟოლიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: