ლიკა კვარაცხელია და თიკა ფაცაცია იმ თაობის მოდელებს მიეკუთვნებიან, როცა მოდა და სილამაზის სამყარო ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს საქართველოში. ორივე წარმატებული ქალბატონია, როგორც კარიერული, ისე პირადი ცხოვრების თვალსაზრისით. თიკა და ლიკა დიდი ხნის მეგობრები არიან, ისინი ხშირად ჩნდებიან ერთად, მოგზაურობენ ოჯახებთან ერთად და ამის ამსახველ კადრებსაც უზიარებენ გულშემატკივრებს.
ამჯერად, ცნობილი მეგობრები კოპენჰაგენში, მოგზაურობენ. ცნობილმა სახეებმა მოგზაურობის კადრები სოციალურ ქსელებში გააზიარეს, რომელმაც დიდი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.
„ძალიან კარგები“,
„საოცრად კარგი ადამიანები“,
„ბედნიერი დღეები გქონდეთ მუდამ“,
„საუკეთესო დღეები გქონდეთ“,
„საოცრად კარგები“, - წერენ კომენტარებში.
თიკა ფაცაციას დიდი ოჯახი ჰყავს. მშობლები ეკრანებზე იშვიათად ჩნდებიან, თუმცა სპორტულ სამყაროში კარგად იცნობენ მის ძმას, ლევან ფაცაციას. ლევან ფაცაცია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრია, ამჟამად კი მწვრთნელობით არის დაკავებული.
რაც შეეხება თიკას მეუღლეს, დავით ანთელიძეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, იშვიათად იხილავთ თიკას ოჯახურ კადრებშიც.
„ზუსტად ისეთი სიძე მყავს, როგორი თვისებების მამაკაციც მინდოდა თიკას გვერდით. ყველაფერში ძალიან ზომიერია – სასმელთან ურთიერთობა, ადამიანებთან ქცევა, მეტყველება, მანერები – ყველაფერში ძალიან კულტურული ბიჭია. ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. დღემდე მოკრძალებული ურთიერთობა გვაქვს, რადგან ჩემი შვილი ბედნიერია, მეც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი სიძით…“, - ამბობდა თიკა ფაცაციას დედა ერთ-ერთ ინტერვიუში.
თიკა ფაცაციას და დავით ანთელიძეს სამი ვაჟი ჰყავს.
ლიკა კვარაცხელიას მეუღლე ცნობილი ქართველი ყოფილი ფეხბურთელი მურთაზ შელიაა. წყვილი მრავალი წელია ერთად ცხოვრობს და სამი შვილი - ანა, ელენე და დათუნა ჰყავთ. ლიკა და მურთაზი პირად ცხოვრებასთან ერთად ოჯახურ ბედნიერებასაც უფრთხილდებიან და მათი პირადი ცხოვრება მედიისგან დისტანცირებულია.
ნახეთ ფოტოები 👇




⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ჩემი ცხოვრების ყველაზე მარტივი „დიახ“ - ვინ არის ტასო ხიზანიშვილის რჩეული