მომღერალ გელა დონაძისა და ანუკი ცქვიტინიძის წყვილი საზოგადოებას და მსმენელს ძალიან უყვარს.
12 ნოემბერი მათი შეუღლების დღეა. წყვილი ქორწინების 15 წლის იუბილეს ზეიმობს და სოციალურ ქსელში მათი ქორწილის ამსახველ კადრებს აქვეყნებს.
მოგეხსენებათ, ყველა წელს საკუთარი სახელი აქვს, 15-წლიანი ერთად ყოფნას კი, ბროლის ქორწილი ეწოდება.
ბროლი საკმაოდ ძლიერი კრისტალია, შესაბამისად, ქორწინების 15 წელი ნიშნავს, რომ წყვილებს შორის ურთიერთობა ძლიერი, სუფთა და დროში გამოცდილია.
„ეს იყო 15 წლის წინ. 12 ნოემბერი ჩვენი შეუღლების დღე.
მადლობა ამ საოცარი თანაცხოვრებისთვის ჩემო ულამაზესო და უნიჭიერესო... ჩემი ყველაფერი ხარ“, - წერს გელა დონაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: