ნუცა ბუზალაძე American Idol-ს ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, რადგან მომდევნო ტურში გასასვლელად მიღებული ხმების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა და ტოპ 10-ში ვერ მოხვდა.
ამერიკაში მცხოვრები მომღერალი ნინი წიკლაური ნუცა ბუზალაძეს American Idol-იდან გამოთიშვას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„მადლობა იმ ემოციებისთვის და იმ ერთიანობისთვის, რაც შენ მოგვიტანე.
1 წამი არ იფიქრო, რომ თავი დავზოგეთ, რომ დაგაკელით ხმები და არ ვიბრძოლეთ შენი გამარჯვებისთვის
გვაპატიე, რომ ვერ შევძელით,აქაც ძალიან ცოტანი ვართ…მადლობა ყველაფრისთვის შენ! ამაყი გვატარე მთელი ემიგრაცია ეს კვირები და ისეთი ისტორია დაწერე, არ ვიცი ამას ვინმე როდისმე გაიმეორებს თუ არა.
გილოცავ გამარჯვებას!
და ვულოცავ მთელს საქართველოს! უბრალოდ ხშირად ჩართე შენი გამოსვლები და იამაყე საკუთარი თავით,
ნუცამ ეს შოუ მოიგო!!“, - წერს ნინი წიკლაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 ნუცასთან ერთად ვულოცავ მთელ საქართველოს“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა შენგელია
🔵 „ჩემთან კონტაქტის გარეშე ნუ მიგზავნით „საჩუქრებს” სარეკლამოდ!“ - მაია ასათიანი