
ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. იგი, დღეს, 16 ივლისს იუბილარია. ასტროლოგი 34 წლის გახდა და საკუთარ თავს დაბადების დღეს ულოცავს.
„გავიარე მზის 11 წლიანი ციკლი მესამედ და გავხდი 34 წლის
მადლობა ღმერთს, იმ შინაგანი ძალისთვის რითაც მასაზრდოვებს დაბადებიდან დღემდე.
მადლობა, რომ ჩემი არსებობის საიდუმლო გამიმხილე და სამუდამო სიბნელეში არ დამტოვე, მადლობა რწმენისა და ადამიანების უპირობო სიყვარულის ძალისთვის. მადლობა, რომ მზე,მთვარე და ვარსკვლავები შექმენი.
მადლობა, რომ საკუთარი თავის გაცნობიერების და განვითარების შანსი მომეცი.
მადლობა, იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ჩემი მშობლები და ბებო მაძლევს დაბადებიდან დღემდე.
მადლობა, ჩემს საყვარელ ბებიას, ყოველ ღამე ჩემს თავთან ლოცვისთვის. მადლობა პაპას, რომელმაც „მობი დიკი” მომიყვა თავიდან ბოლომდე, სანამ კითხვას ვისწავლიდი. მადლობა იმ ვენახის მოვლისთვის, რომელშიც ბავშვობაში დავრბოდი და ვიკარგებოდი
მადლობა მთვარეს და ვარსკვლავებს, 34 წლიანი ერთგული მეგობრობისთვის. დღეს, საკუთარ თავს ვუსურვებ, სიყვარულის უნარს, მუდმივ განვითარებას, პატარა ხატიას ოცნებების ასრულებას, სამოთხის აღმოჩენას დედამიწაზე.
ვუსურვებ ქრისტეს სიყვარულს, ყვავილებს, მწვანე ხეებს და ჩიტების ჭიკჭიკს.
ვისურვებდი, ჩემი გული ქრისტეს გულისკენ მიდიოდეს და ერთად დავამარცხოთ სიცრუე, სიბნელე, ტანჯვა და უმეცრება.
მადლობა ხატია, 34 წლიანი იდეის ერთგულებისთვის, მადლობა რომ არასოდეს ნებდები
მადლობა ჩემს მეგობრებს!
მადლობა ჩემს მტრებს, თქვენი წყალობით ვიგრძენი ღმერთის ყოვლისშემძლეობა!“, - წერს ხატია ბედოშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მალე გვბეზრდება ერთფეროვნება, გვიყვარს ფლირტი და ბედნიერება...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე
🎥 „ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი“ - როგორ მოვიქცეთ ძლიერი სიცხის დროს?