აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი სამართალდამცველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები აქციის დაწყებისთანავე იყვნენ მობილიზებულები რუსთაველის გამზირზე და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი პროვოკაციულ ქმედებებს.
აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნუკა არველაძე გამოეხმაურა.
„ანუ, პოლიციელი ადამიანი არაა? მავნებლებო და ქვეყნის მტრებო! 32 პოლიციელია დაშავებული და აქედან 13 მძიმედ!
მშვიდობიანი აქცია? თქვენ ხომ არ ძმარავთ, გონებაჩლუნგებო! და გააცნობიერეთ, პოლიციელი ადამიანია, ჰყავს ოჯახი და შვილები.
თქვენგან განსხვავებით პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე! გუშინ რაც აიტანეს იმ სბროდისგან კიდევ მაგარი ნერვების პატრონები არიან!
დააყენეთ ერთი ადგილი და პატივისცემა გამოხატეთ ქვეყნის ინსტიტუტების, განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების მიმართ!
პირდაპირ ეთერში ვუყურეთ თუ როგორ ესროდნენ სახელდახელოდ მიტანილი ქვებს სამართალდამცველებს!
მშვიდობიანი აქცია იქნებოდა მშვიდობიანი, რომ არა ის აღვირახსნილი ქმედებები, რაც ყველამ ვიხილეთ!!!
მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს იმ მოთმინებისთვის, რაც გამოიჩინეს!
და მადლობა რომ ქვეყნის თავზე დამხობის საშუალებას არ აძლევენ ამ ნაძირალებს!“, - წერს ნუკა არველაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რას არ გაპატიებთ საყვარელი ადამიანი? - ზოდიაქოს თითოეული ნიშნის დახასიათება
🎥 „როგორ მოვიპოვეთ წყალი მეტეოზე...“ - ნინუცა ორჯონიკიძის საინტერესო თავგადასავალი მყინვარწვერზე
⭕„გემოვნებიანი და შარმიანი...“ - ანი ჯავახი ახალ ფოტოებს გვიზიარებს