Digest Logo

„მადლობა, რომ წლების წინ ჩემი ცხოვრების გზა გადაკვეთე“ - ვის მიმართავს მაია ასათიანი

1750938937
მაია ასათიანი

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სტილისტ ბადრი ბაგალიშვილთან მრავალწლიანი მეგობრობისა და პროფესიული ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

„მე და ბადრის გაცნობის ძალიან ძვირფასი ისტორია გვაქვს. ზუსტად მახსოვს – 2008 წლის 3 ივნისი იყო, როდესაც გადაცემა „პროფილი“ პირველად გავიდა ეთერში. მჭირდებოდა ვარცხნილობა და იმ დროს არც ვიცოდი, ვინ აკეთებდა საუკეთესოდ თბილისში. ასე მოვედი ბადრიმდე - და ეს დღე ჩემთვის ნამდვილად ფეხბედნიერი აღმოჩნდა“, – ამბობს მაია.

მაია ასათიანის თქმით, უკვე 17 წელზე მეტია, რაც ბადრი ბაგალიშვილის კლიენტია. მათი ურთიერთობა პროფესიულ საზღვრებს გასცდა და მეგობრობაში გადაიზარდა.

„მაშინ ბადრი უბრალოდ ძალიან ცნობილი სტილისტი იყო, დღეს კი მას და დათუნა მგელაძეს საკუთარი, წარმატებული სალონი აქვთ“, – აღნიშნავს ტელეწამყვანი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Maia Asatiani (@maia.assatiani)

 

რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა – საფრანგეთში სასწავლებლად წასული მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ნუცას ეკრანებისა და მედიისგან იცავდა და სჯეროდა, რომ შვილს საკუთარი სახელი თავად უნდა მოეხვეჭა.

„სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია. არც მე მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს“, – ამბობდა მაია ერთ-ერთ ადრე მიცემულ ინტერვიუში.

შვილის გარდაცვალების უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან შეიცვალა როგორც გარეგნობა, ისე ცხოვრების სტილი და პროფესიული მიმართულება – და ბევრი ქალისთვის სიძლიერის, გამძლეობისა და შინაგანი განახლების მაგალითი გახდა.

სოცქსელებში ერთ-ერთ გამომწერს, რომელიც მარადიულ ცხოვრებასა და რწმენაზე ეკითხებოდა, მაიამ გულწრფელად უპასუხა:

„სხვა გზა არ მაქვს, უნდა მწამდეს და მჯეროდეს, რომ იქ რაღაც არსებობს და ოდესღაც ჩემს შვილს შევხვდები“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან დამაზიანა და მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა...“ - გიორგი ცაგარელი სცენიდან გაუჩინარების მიზეზებზე ალაპარაკდა

⭕„შეიძლება შეხვდე ადამიანს, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს...“ - 26 ივნისის ასტროპროგნოზი

🎥 როგორ გავატაროთ ზაფხული და დავისვენოთ ფენშუის მიხედვით?! - თიკა ქოქაშვილის რჩევები