ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ვმწუხარებ, რომ სულ ღმერთთან არ ვარ,
მინდა, რომ სულ ღმერთთან ვიყო – და ვერ ვარ...
ამის გამო ვმწუხარებ,
და ასეთი მწუხარება სინანულს ბადებს,
სინანული ეს არის მეტამორფოზის პროცესი,
მძლავრი პროცესი,
რომელიც მიმაქანებს პირდაპირ ქრისტესკენ,
ეს არის სინანული,
რომელიც ოცდაოთხსაათიანი უნდა ჰქონდეს ადამიანს,
სულ ჩართული უნდა იყოს ჩვენში,
სწრაფვა,
დინამიკა,
მაგნიტი რომ რკინას იზიდავს, ასეთი მიზიდულობა უნდა იყოს ჩვენში ღმერთისაკენ,
აი ეს არის სინანული,
და ეს სინანული წარმოიშობა სწორედ იმის გამო, რომ ვმწუხარებ, რომ ღმერთთან ვერ ვარ ისე, როგორც უნდა ვიყო“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ადამიანი წრიულად მოძრაობს და ვერ გამოდის უარყოფითი პერსპექტივიდან“ - ლევან შელეგია დეპრესიაზე
🎥 დუნდულა, ბარძაყი თუ მკლავი - სად კეთდება კუნთში ინიექცია სწორად: დავით კაცაძის რჩევები