Digest Logo

„მაინცდამაინც სოფო ხალვაშზე ნუ გადატეხავთ ყველა ჯოხს - მისი აზრი ვიცი უკრაინის და უკრაინელების შესახებ, მათ შორის, რას ფიქრობს რუსეთზე…“ - სტეფანე მღებრიშვილი

1661333820
სტეფანე მღებრიშვილი

უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს, რომელიც ბათუმში უნდა გაიმართოს, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. აქტივისტები ამბობენ, რომ მათ და უკრაინის მოქალაქეებმა მერიას ტექნიკური მხარდაჭერისთვის მიმართეს.

მათი თქმით, მერია თავდაპირველად დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით ულტიმატუმი წამოაყენეს – არ ეხსენებინათ აქციაზე ომი, რუსეთი და ოკუპაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში – აპარატურას არ მისცემდნენ. ამის შესახებ აქტივისტმა ნიკა ქაშიბაძემ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

ნიკა ქაშიბაძის კომენტარის შემდეგ მუსიკოსმა სტეფანე მღებრიშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე თავისი კოლეგის სოფო ხალვაშის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა: 

„მაინცდამაინც სოფო ხალვაშზე ნუ გადატეხავთ ყველა ჯოხს. ჩემი სოლო კონცერტის ორგანიზატორი იყო პირადად სოფო, რომელთანაც ერთად გავიარეთ პროგრამა წინასწარ და იცოდა, რა სიმღერასაც ვაპირებდი…

სულ „პუტინ ხუილო“ ვიძახე რუსებით სავსე ერას მოედანზე და არავის არაფერი შეუმჩნევია. დღემდე ვმეგობრობთ და მისი აზრი ვიცი უკრაინის და უკრაინელების შესახებ, მათ შორის რას ფიქრობს რუსეთზე…

ვიცი ბევრი კომენტარი იქნება, წინასწარ ვამბობ, არ ვერთვები დისკუსიაში. უბრალოდ დავაფიქსირე ფაქტი“, - წერს სტეფანე მღებრიშვილი.

ცნობისთვის, სტეფანე მღებრიშვილმადე ნიკა ქაშიბაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა. ჟურნალისტმა ხალვაშის საქციელს სამარცხვინო უწოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ღმერთო ჯანმრთელად მიმყოფე ეს ბიჭი - აკეთილშობილებს დამძიმებულ დედამიწას“ - თაკო ჩარკვიანის ემოციური მილოცვა მამუკა ჩარკვიანს

🔵„ნუ ვიჩქარებთ!“ - ჭყონია რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე

🔵„კარგი დღეა ლოცვისთვის, რათა მიიღოთ დახმარება მფარველი ანგელოზისგან“ - მიხეილ ცაგარელი