მაკო რატიანი ტელეკომპანია POSTV-ის დილის გადაცემა „პოსტ ალიონის“ ერთ-ერთი პოპულარული წამყვანია. ის გია და დოდო რატიანების ქალიშვილი და ხუთი შვილის დედაა. გადაცემის გუნდს იგი 2024 წლის გაზაფხულზე შეუერთდა.
დღეს, 5 ოქტომბერს იგი იუბილარია და კოლეგებმა დაბადების დღე პირდაპირ ეთერში ტორტითა და ქართული მუსიკის ფონზე მიულოცეს.
ცნობისთვის, ტელეწამყვანობის გარდა, მაკო რატიანი აქტიურად არის დაკავებული პროფესიული საქმიანობით და არის სერტიფიცირებული არტთერაპევტი.
მაკო რატიანი 48 წლის გახდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემს გოგოებთან ერთად“ - ილია სულამანიძის ცოლმა ქორწილამდე წვეულება მოაწყო
⭕„მადლობა თბილისს და ყველას, ვინც მომილოცა წოდება, რომელსაც ძნელად თუ რამე აღემატება“ - გია მურღულია