მომღერალი მამუკა ონაშვილი ავარიაში მოყვა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.
ონაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ ფასდება.
მომღერლის დის შვილი თეონა უსიტაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილი მძღოლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ბოდიშს გიხდით, რომ პირად შეტყობინებებზე ვერ გპასუხობთ .
ძალიან დიდ მადლობას გიხდით გამხნევებისთვის და თბილი სიტყვებისთვის. ვიცი, მჯერა, რომ მალე გამოძვრება ამ მდგომარეობიდან ეს უკეთილესი ადამიანი, ჩემი ყველა სურვილის ამსრულებელი, კეთილი ჯინი - მამუკა ონაშვილი !
მალე დასრულდება ეს კოშმარი!
ახლა რაც შეეხება მოცემულობას - ამ დროისთვის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. წნევა არ რეგულირდება.
აქვე მინდა მამუკას და ჩვენი ოჯახის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ამავე ავტოსაგზაო შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს.
მადლობა“, - წერს თეონა უსიტაშვილი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ: