ნუცა ბუზალაძე აშშ-ის ეროვნულ ჰიმნს SoFi Stadium-ზე შეასრულებს. მომღერალი ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვიზიარებს და ამბობს, რომ წარმატება მანიფესტაციის შედეგია.
მისი თქმით, აღნიშნულ სტადიონზე რამდენიმეჯერ იყო და სულ ფიქრობდა, რომ იქ აუცილებლად იმღერებდა - მისი განმარტებით, SoFi Stadium-ზე გამოსვლაც სწორედ მანიფესტაციის ძალის მაგალითია.
„8 დეკემბერს უკვე მეოთხე სტადიონი იქნება, სადაც მე ამერიკის ჰიმნს შევასრულებ. მანიფესტაცია არის სრული სიმართლე.
ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მე 8 დეკემბერს შევასრულებ ჰიმნს SoFi Stadium-ზე.
ამ სტადიონზე მე პირველად ვიყავი 3 აპრილს, სადაც ვწერ ახლა მე ვიდეოს, და მაშინ ვთქვი, რომ აქ აუცილებლად ვიმღერებდი.
შემდეგ უკვე მეორე ვიდეოს ვიღებდი, როცა ბიონსეს კონცერტზე ვიყავი, და იქაც ვამბობ: „ზუსტად ვიცი, რომ აქ ვიმღერებ. ნეტა როდის?“ ასეთი ფიქრები მქონდა.
ასე მალე რატომ ახდა?
ძალიან ბევრს ვფიქრობ ჩემ ფიქრებზე და ქმედებებზე, ეს რატომ მოხდა, ის რატომ არ მოხდა. პასუხებს ვეძებ და ვპოულობ. პასუხი არის მარტივი: ყველაფერი შეგიძლიათ გამოიყვანოთ, როცა ხართ გულით და სულით პოზიტიური ადამიანები.
თქვენც ბედნიერები ხართ ასეთი წარმატებით. ბევრი ადამიანი ვიცით, ვისაც ფული აქვს და წარმატებულები არიან, მაგრამ არ არიან ბედნიერები.
ყველაფერია შესაძლებელი იყო კარიერაში, პირადში, ოჯახში წარმატებული და ეს ყველაფერი შეირგო. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში არის ვარდნა და აღმასვლა.
მე ეს ყველაფერი მიყვარს და ვაფასებ. ამის გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერი იქნებოდა“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე ვიდეოში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: