ცოტა ხნის წინ ზუმბას ქართველი ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილისა და იტალიელი დირიჟორის – კარლო პონტის ნიშნობა შედგა. მარიამის ცხოვრება სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის მსოფლიო ვარსკვლავის, სოფი ლორენის ვაჟზე იყო შეყვარებული.
წყვილი ახლა ჰავაიზე ისვენებს და დროს შესანიშნავად ატარებს - ამის ამსახველ კადრებს კი მარიამი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სოფი ლორენის ქართველმა რძალმა ცოტა ხნის წინ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუც ჩაწერა, სადაც ის კარლო პონტის გაცნობაზე საუბრობდა.
„სამი დღის განმავლობაში ისე ვმესიჯობდით, მისი სახელი, გვარი და ზუსტი ვინაობა არ ვიცოდი. მესამე დღეს კი, როდესაც ვინაობა გამიმხილა, ცოტა დაუჯერებლად მომეჩვენა, სანამ ვიდეოზარით არ დავრწმუნდი, რომ კარლო ნამდვილად კარლო იყო. სასიამოვნო განცდა იყო, რომ ასეთი წარმატებული პიროვნების გაცნობის პატივი მხვდა წილად, მაგრამ ასეთ სცენარს, როგორც შემდგომში ჩვენი ამბავი განვითარდა, ნამდვილად არ ველოდი“, - ამბობდა მარიამი.
ასევე დაგაინტერესებთ: