
მომღერალი მარკუს მეტრეველი 10 წლით უფროს ქალზე დაქორწინდა. როგორც მომღერალი გასულ წელს ამბობდა, ეს ქალი მან ქალთა კოლონიაში გაიცნო და მისმა სიძლიერემ მოხიბლა.
„ჯერ არსად მითქვამს, შეყვარებული ვარ ჩემზე უფროს ქალზე. ის ციხეში ქალთა კოლონიაში გავიცანი და მისმა სიძლიერემ მომხიბლა. არც კი მიკითხავს ასაკი, იმდენად წვრილმანია, ეს დეტალი ამხელა გრძნობის წინაშე. მე კონცერტი მქონდა ციხეში, ეს ქალი კი სტუმრად იყო მოსული. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ“, - ამბობდა მარკუს მეტრეველი.
გარდა ამისა, მომღერალი რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ დაქორწინებას არ აპირებდა, რადგან ეს მისთვის ბუტაფორია და ცარიელი ფურცელია.
– ხმა გავრცელდა, მარკუსი დაქორწინებას აპირებსო. მართალია? პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ რამდენად რთული იქნება შენთვის ამ ნაბიჯის გადადგმა?
– ზოგადად, დაქორწინება ჩემთვის არის ბუტაფორია და ცარიელი ფურცელი, რომელიც არაფერს მაძლევს არც ემოციურად, არც ენერგეტიკულად. რასაც ვერ ვიტყვი ჯვრისწერაზე. ამაზე გვისაუბრია, ჯვრისწერა არის სწორი გზა, რომელსაც ეკლესიამდე მივყავართ, იქ, სადაც სინათლეა.
ასევე დაგაინტერესებთ: