Digest Logo

„მე და მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოვდივართ!“ - ცნობილია, როდის ეწვევა UFC-ის ცნობილი ჟურნალისტი ნინა დანიელე საქართველოს

10 ივნისი 6:40
მერაბ დვალიშვილი

ცნობილი მოდელი, „ტიკტოკერი“, ჟურნალისტი და ინფლუენსერი ნინა მარია დანიელე, რომელიც „ინსტაგრამზე“ ცნობილია როგორც Nina drama და რომლის საქმიანობაც UFC-ის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას ეხება, საქართველოში ჩამოდის.

ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალის დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ახლა 1 კვირით საქართველოში მივდივარ ნინასთან და სხვა მეგობრებთან ერთად, მერე აზერბაიჯანში წავალთ. შემდეგ კი დავბრუნდები ილია თოფურიას მხარდასაჭერად“, - აღნიშნა დვალიშვილმა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე.

სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ინფლუენსერი, რომელიც წერს რომ საქართველოში ჩამოდის. 

„დიდი განცხადება! მე და მერაბ დვალიშვილი ამ კვირაში საქართველოში ჩამოვდივართ! მე მერაბთან ერთად ჩემს თავგადასავლებს პირდაპირ ეთერში გადავიღებ. მოუთმენლად ველი საქართველოს ყველა ლამაზ ადამიანთან შეხვედრას, თქვენი კულტურის შესწავლას, გემრიელი საჭმლის დაგემოვნებას და ცეკვას! ყველა თბილ შეტყობინებას ვხედავ და მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას!“,  - წერს ნინა „ინსტაგრამზე“. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by NINA DRAMA (@ninamariedaniele)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საბედისწერო მოვლენამ შეიძლება ემოციურად აგაფორიაქოთ“ - 10 ივნისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 „მარტივად შეძლებთ პასუხი გასცეთ იმ კითხვებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებდათ“ - 10 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან