Digest Logo

„მე ყველაზე ძალიან მაკლიხარ დღეს!“ - ბუბა კიკაბიძე 85 წლის გახდებოდა

1689750513
ბუბა კიკაბიძე

ქართველი კინომსახიობი და საესტრადო მომღერალი ბუბა კიკაბიძე 19 ივლისს 85 წლის გახდებოდა. გარდაცვლილ ვარსკვლავს ემოციურ პოსტს, პროდიუსერის, სოსო აბზიანიძის ვაჟი უძღვნის. 

„გილოცავ ბუბა! 85  შენს ლამაზ, სპეტაკ, სუფთასა და თავმდაბალ სულს გაუმარჯოს.
ვიცი ბევრს აკლიხარ, არ ვიქნები თავხედი თუ ვიტყვი, რომ მე ყველაზე ძალიან მაკლიხარ დღეს! ჩემთვის ნათლიაც, ბაბუაც, მშობელიც და უბრალოდ ძმაკაციც იყავი.

ჩემი ცხოვრება ღმერთისგან თუ რამით დაჯილდოვებული იყო, ეს ჯილდო შენ იყავი. შენ მასწავლე სამშობლოს, მშობლის, მეგობრობისა და საერთოდ ადამიანის სიყვარული. ერთი იოტისოდენა წყენაც კი არ მახსოვს შენგან.

მთელი ცხოვრება სტიმულს მაძლევდი და ყველაზე რთულ დროსაც კი მამხნევებდი, პატარაობიდან დიდ კაცად მაქცევდი და ნდობას მიცხადებდი, გულსაც გადამიშლიდი ხოლმე და საიდუმლოსაც გამანდობდი. მიყვარახარ და კიდევ ერთხელ გაგიმარჯოს იქ, სადაც შენისთანა მართალნი განისვენებენ ხოლმე! შენი რატი“, - წერს რატი აბზიანიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵დღეს ახალმთვარეობაა - ყველაფერი რაც ამ დღეს უნდა გაითვალისწინოთ 

🔵მნიშვნელოვანი ამბის გაგება, მოულოდნელი სიურპრიზი სამყაროსაგან და საუკეთესო პერიოდი ახალი საქმეების წამოსაწყებად - მიმდინარე კვირის პროგნოზი

🔵„თქვენ ახლა გაქვთ ყველაზე რთული კვირა“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს