3 მარტს პარლამენტის წინ გაშვილებული ბავშვების დედების მიერ დაანონსებული აქცია გადაიდო - ამის შესახებ ინფორმაციას ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ აქცია არ გაუქმებულა და მისი გამართვის თარიღი უახლოეს დღეებში დაანონსდება.
🔵„გაშვილებული და გაყიდული ბავშვების დედები 3 მარტს პარლამენტთან აქციას გამართავენ“ - თამუნა მუსერიძე
„მეგობრებო სამწუხაროდ მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია. ალბათ ყველა ადევნებთ თვალს საინფორმაციო გამოშვებებს. სწორედ ამიტომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ხვალინდელი აქცია გადადებულია. თარიღს მოგვიანებით დავაანონსებთ “, - წერს თამუნა მუსერიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: