ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონის განხილვის დროს მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება. გეგეჭკორი ახალგაზრდებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესი იმ ადამიანებსაც კი ეხებათ, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან.
🔵„უზრდელი... ვის უყვირი?“ - ომბუდსმენის მოადგილესა და დაპირისპირება „ხალხის ძალის“ წევრებს შორის
„ახალგაზრდებს არ გიჭირთ ინტერნეტის გამოყენება და გთხოვთ, დაგუგლეთ და მოიძიეთ დედამიწაზე საუკეთესო უნივერსიტეტების, სასკოლო განათლების, ჯანდაცვის, მომსახურების სექტორის, ტექნოლოგიური ნოუჰაუების, არ ვიცი რისიც გინდათ, რესტორნების, გართობის ინდუსტრიის თუ ნებისმიერი რამის რეიტინგები და თუ საუკეთესო ასეულში ერთს მაინც იპოვით რუსული წარმოშობისას, დარჩით სიჩუმეში და გააგრძელეთ სვლა იმ ქვეყნისკენ, რომელსაც საკუთარი მოქალაქეები გაურბიან უპერსპექტივობის გამო.
საქართველოდან შეიძლება არც ჩანს რამდენად წინაა ევროპულ-ამერიკული ცხოვრების დონე, იმისგან რაც თქვენი ყოველდღიურობაა. მოეშვით ტიკ-ტოკებს და წაიკითხეთ რა ხდება განვითარებულ ქვეყნებში. რამდენად განსხვავდება განათლების, ჯანდაცვის, სოციალური სფეროები იმ გაუსაძლისი ყოფისგან რაშიც ცხოვრობთ. მოიძიეთ ინფორმაცია იმაზე თუ როგორ ცხოვრობენ თქვენი თანატოლები ევროპის განვითარებულ ქვეყნებსა და ამერიკაში.
ახალგაზრდებო, დაიცავით თქვენი უფლება გქონდეთ ხარისხიანი ჯანდაცვა, კონკურენტუნარიანი განათლება, დასაქმების და განვითარების პერსპექტივა და უბრალოდ გქონდეთ უფლება თავადვე განკარგოთ საკუთარი ცხოვრება.
P.S. და კიდევ, გაითვალისწინეთ მაინც... ამერიკამ, ომის დაწყებისთანავე, წაართვა რუსეთიდან ექიმებს და სამედიცინო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს სალიცენზიო გამოცდების ჩაბარების და რეზიდენტურაში სწავლის უფლება. არც იგეგმება ამ გადაწყვეტილების გადახედვა. სანქციების სია როგორ ფართოვდება ალბათ ხედავთ და არაა გამორიცხული ეს კონკრეტული გადაწყვეტილებაც გავრცელდეს რუსეთის სატელიტ ქვეყნებზე. სწორედ ამიტომ, ყველაფერი რაც დღეს პარლამენტში ხდება გეხებათ თქვენ. მათაც კი გეხებათ ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობთ“, - წერს ნანა გეგეჭკორი.
ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ხალხის ძალის“ კანონის განხილვას არასამთავრობოებსა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლაა მოჰყვა.
ასევე დაგაინტერესებთ
🎥 ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის მარტი ყველაზე წარმატებული იქნება - ნახეთ, მოხვდით თუ არა ჩამონათვალში?