ფსიქოანლიტიკოსი, ფსიქოთერაპევტი, არტთერაპევტი და ჰიპნოთერაპევტი, მარინა კოლხიდაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც თევზის ქონის დანამატებზე საუბრობს.
როგორც თავად აღნიშნავს, თევზის ქონის დანამატები, მიუხედავად იმისა, რომ ტვინამდე წარმატებით აღწევს, ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების დაქვეითებისა და კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების შეჩერებას ვერ უზრუნველყოფს:
„ომეგა 3-ის (DHA) შემცველი თევზის ქონის დანამატები, მიუხედავად იმისა, რომ ტვინამდე წარმატებით აღწევს, ასაკთან დაკავშირებული მეხსიერების დაქვეითებისა და კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების შეჩერებას ვერ უზრუნველყოფს.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ჟურნალ eBioMedicine-ში გამოქვეყნებული ახალი კლინიკური კვლევის ავტორები.
კვლევაში 55-80 წლის 365 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც იშვიათად მოიხმარდნენ თევზს და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების მომატებული რისკი ჰქონდათ. მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად იღებდნენ ან 2 000 მგ DHA-ს, ან პლაცებოს.
ანალიზებმა აჩვენა, რომ DHA-მ მართლაც მიაღწია ტვინს და მისი დონე გაიზარდა, თუმცა მეხსიერების, აზროვნებისა და სხვა კოგნიტიური ფუნქციების ტესტებში ომეგა-3-ის მიმღებმა ჯგუფმა პლაცებოსთან შედარებით უკეთესი შედეგები ვერ აჩვენა.
ასევე, MRI-მ არ დაადასტურა ჰიპოკამპის (მეხსიერებისთვის მნიშვნელოვანი ტვინის უბნის) ატროფიის შენელება.
მკვლევრების შეფასებით, მხოლოდ ომეგა-3-ის კაფსულებზე დაყრდნობა ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის.
მათი თქმით, გაცილებით ეფექტური შეიძლება იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ხმელთაშუა ზღვის ტიპის კვება, რომელიც ბუნებრივად მდიდარია თევზით, ბოსტნეულით, თხილითა და ზეითუნის ზეთით“, - წერს მარინა კოლხიდაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვარჯიშის დროს ძალიან სწრაფად იღლებით? - 5 მიზეზი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ