
ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა, 24 წლის შემდეგ, მეორე შვილის დედა გახდა. მისი და გიორგი დავითაიას შვილი ქვეყანას 2024 წლის 23 აგვისტოს მოევლინა. რეალობად ქცეულ ოცნებასა და ამით გამოწვეულ დიდ ემოციებზე ნინომ სხვადასხვა გადაცემაში არაერთხელ ისაუბრა.
ტელეჟურნალისტმა სოციალურ ქსელში ოჯახური კადრები გაავრცელა, სადაც შვილს და შვილიშვილს ეთამაშება:
ეს თადა-ერეკლეა, ჩემი შვილი. ეს კი ნოაა, ჩემი შვილიშვილი. ხშირად მეკითხებიან, როგორია, როცა შენი შვილი და შვილიშვილი ერთი თაობის არიან. მე მათ ღიმილით ვპასუხობ, რომ ეს საოცრებაა.
ნოას დაბადების დღიდან ჩემი ცხოვრების ახალი ფურცელი დაიწყო, ახალი ენერგია, მოტივაცია.
თადა-ერეკლემ კი მიმახვედრა, რომ ყველაფერი შეიძლება დაიწყოს თავიდან სწორედ მაშინ, როცა გვგონია, რომ ყველაფერი უკვე იყო.
პირველად დედა როდესაც გავხდი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ბევრს ვერ ვაცნობიერებდი, ამიტომ ჩვენ ერთად ვსწავლობდით და ვიზრდებოდით.
დღეს, როცა ერთდროულად დედაც ვარ და ბებიაც, სამყაროს სულ სხვა ფერებში ვხედავ, ახლა დროს განსაკუთრებულად ვუფრთხილდები, ჩემი ყოველი დილა და ღიმილი საჩუქარია. მინდა, ყოველთვის ახსოვდეთ, როგორ ვიკრავდით ერთმანეთს გულში, როგორ ვთამაშობდით ბალახზე, როგორ გვეცინებოდა ყველას ერთად“, - ამბობს ნინო თოლორდავა.
@nino68835 #შვილი #შვილიშვილი #ბავშვები #foryou #tbilisi #georgia #lov #child #grandchild #beby ♬ original sound - Nino tolordava
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვგიჟდები ამ გოგოზე, ძალიან მაგარო...“ - ლიზა ყენია გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს