Digest Logo

„მეორედ მოსვლაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს!...როცა მართალნი მარადიულ სიცოცხლეში შეაბიჯებენ“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1784457595
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქრისტეს მეორედ მოსვლაზე და ამ მოვლენის მნიშვნელობაზე წერს;

„თქვენი დიდი თხოვნიდან გამომდინარე, წინა პოსტს მსურს გამოვეხმაურო, სადაც ბოლო ჟამისა და - ,,კალი იუგას” თემებზე ვსაუბრობდი და ბევრს შეეშინდა.

თუ თქვენ მე მეკითხებით ბიბლიურ მეორედ მოსვლაზე, მაშინ მე თქვენ გიპასუხებთ, რომ მეორედ მოსვლაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს!

მეორედ მოსვლა - ეს დღესასწაულთა გვირგვინია, როცა მართალნი მარადიულ სიცოცხლეში შეაბიჯებენ, ხოლო დედამიწაზე სიკვდილი, როცორც კაცობრიობის ერთადერთი მტერი საბოლოოდ გაუქმდება!

ოღონდ ამას დამსახურება უნდა, რომ მართლის მხარეს იდგე!

როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, სხვადასხვა რელიგიისა და ფილოსოფიური მოძღვრებების მქადაგებლებმა აქტიური საუბრები დაიწყეს, ჯერ კიდევ, 70-80-იან წლებში და პიკს ამ ყველაფერმა მიმდინარე საუკუნეში მიაღწია.

მაგალითად, ინდური ესქატოლოგიის ერთ-ერთ პასაჟში ბოლო ჟამის მოვლენები 1936 წელს იწყება და 2036 წელს მთავრდება.

თქვენ, ალბათ, გახსოვთ მაიას ტომის კალენდარი, რაც აბსოლუტურად არასწორად გაიგო მაშინდელმა სამყარომ და 2012 წელი სამყაროს აღსასრულად შერაცხეს, არადა 2012 წელს დასრულდა დიდი „ბაქტუნი” და შევედით ახალში ახალი გამოწვევებით.

ბოლო ჟამსა და მეორედ მოსვლაზე თავად ქრისტე ღმერთი საუბრობს!

იქამდე კი მისი წინამორბედი წმინდა იოანე ნათლისმცემელი ხალხს მუდამ ეუბნებოდა: „შეინანეთ, რამე თუ ახლო არს ცათა სასუფეველი”.

რას ნიშნავდა ეს სიტყვები და რატომ ამბობდა იგი ამას?

ჩვენ, როგორც ვიცით, ქრისტეს პირველი მოვლინებით დედამიწაზე საქმის 50% შესრულდა, როცა უფალსა და ადამს შორის ჩამტყდარი ხიდი გამთელდა.

უფალმა თავად მოისურვა განკაცება, ჩვენი ცოდვები იტვირთა და ჯვარზე გაკვრის დღიდან ნებისმიერი გარდაცვლილი ადამიანის სული თუ იგი მართალია იმკვიდრებს ცათა სასუფეველს.

არადა, ძველ აღთქმაში ასე არ იყო. რაოდენ მართალიც არ უნდა ყოფილიყო ადამიანი, ის მაინც შავეთში მიდიოდა, ხოლო ქრისტეს მოსვლით ჯოჯოხეთიდან მან სულები ზეცად აიყვანა!

ბერძნულ მითოლოგიურ წყაროებსა და დოკუმენტურ ფილმებშიცაა ნახსენები, რომ ჯვარზე გაკვრის შემდეგ მომდევნო 3 დღის მანძილზე ქრისტე ჩადის ,,ჰადესის - პლუტონის” საუფლოში და ამხობს მის სამეფოს, ხოლო ჯოჯოხეთის გასაღებიც მის ხელში გადადის!

და კიდევ? კიდევ რატომ საუბრობს თავად ქრისტე ჯვარზე გაკვრამდე იმას რომ ახლო არს ცათა სასუფეველი?
საუბრობს იმიტომ, რომ დედამიწას უნდა გაევლო ბოლო ეპოქალური დეკადა, რაც ხასიათდება 2000 წლით, რამე თუ ზოდიაქური ციკლები დაახლოებით 2 ათასეული წლით თარიღდება!

ქრისტეს განკაცება ზოდიაქურად თევზების ნიშანში განხორციელდა.

თევზები რწმენას, რელიგიას, უპირობო სიყვარულს, მიტევებას, პატიებას და თანაგრძნობას მართავს.

აბა, დააკვირდით: შემთხვევით გასული 2000 წლის მანძილზე მუდამ რელიგიური ომები ხომ არ იყო თუ საქართველოში და თუ მსოფლიოში?

კაცობრიობამ ქრისტეს პოსტულატები ვერც მაშინ მიიღო და ვერც ახლა იღებენ!

უფლისთვის 1 დღე კაცობრიობისთვის ათას წელს უდრის!

ორი დღე - ორი ათასი წელია!

ახლა მერწყულის თანავარსკვლავედი კრეფს გრადუსებს. წინა ხაზზეა ტექნიკური ევოლუცია, სოციალური პროგრამები, გენდერული თანასწორობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, რასაც მართავს ეს ნიშანი.

შემთხვევით, სოციუმშიც იმავე შტრიხები ხომ არ იკითხება?

დღევანდელ დროზე ნათქვამია, რომ ადამიანები იქნებიან უაღრესად ამპარტავანნი, გამოჩნდებიან ცრუ ქრისტეები, შავი მაგები, გამრუდებული სულიერი სწავლებების შემომტანნი, მშობლების ურჩნი, მედიდურნი, მატერიალისტები, მოყვრის მგმობნი - მტრის არმცნობნი.

ადამიანები იმდენად დაცილდებიან ღმერთს, რომ დაკარგავენ მის შიშს, რიდს, შესაბამისად აქაც ერთმანეთის პატივისცემას!

გამრავლდება მრუშობა, ქურდობა, პარვა, დაბეზღება და სხვა!

მეორედ მოსვლამდე დედამიწაზე იქნება ომები, კატასტროფები, ადგილ-ადგილ მიწისძვრები. გამოიყენებენ მძლავრ იარაღებს და ჩვენს თვალსა და ხელს შუა უამრავ ქალაქ-სახელმწიფოს დაადუღებენ!

სოლომონის ტაძარი ხელახლა აღდგება, ხოლო ცენტრი ისრაელი იქნება!

მეორედ მოსვლითა და უფლის შეწევნით მყარდება მშვიდობა, მარადიულობა!

როგორც წმინდანები გვაუწყებენ ამ დროს პირველ ქრისტიანთა სულები იქნებიან, როგორც ვარსკვლავნი, ხოლო უკანასკნელ დღეებში მაცხოვრებნი განათდებიან, როგორც მზე!

თითოეული ადამიანი დაემორჩილება მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოს!

პირველი მაგალითი მკვდრეთით აღდგომისა თავად ქრისტე იყო და მისი სიტყვებია: „ჩემი მიმდევარი კიდეც რომ მოკვდეს იცოცხლებს”.

ეს ნიშნავს, რომ მისი მიმდევრებიც იმავე გზას გაივლიან და მართალთა სულები შეიმოსავენ უჭკნობ, უკვდავ განღმრთობილ სხეულს!

სხეულს, რომელსაც სიკვდილი, ავადობა, ჭკნობა და ვაება არ ეკარება!

ბოლო ჟამში მცხოვრები ადამიანი კი ჰგავს მომლოდინე შვილს, რომელიც თავის მამას უცდის!

მთავარია რომ ბრძენნი და გამრჯელნი იყოთ!

ასე რომ შიშს კი ნუ იკარებთ, გახსოვდეთ, რომ ეს პროცესი ახალი სიცოცხლის მომცემია!

სიცოცხლის, რომელიც უკვდავობასა და მარადიულობას გაზიარებთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

 ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ „დასრულებისა და განახლებისთვის საუკეთესო დროა“ - 19 ივლისის ენერგიები

⭕ „თვალს ვერ და არ დახუჭავ!...ვის რა დაუშავა ნოდარ დუმბაძემ რომ გძულდეს და მერე შეაგინო“ - გიორგი ლობჯანიძე

⭕ „ყველაზე დიდი ომი ჩვენს ფსიქიკაში მიმდინარეობს...“ - რას წერს რამაზ გიგაური