
მომღერალი მერაბ სეფაშვილი ფილტვების ანთებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ინფორმაცია მისმა პროდიუსერმა გია გოგორიშვილმა დაადასტურა.
აღნიშნული მიზეზის გამო, მომღერალს დაგეგმილი კონცერტების გადადება მოუწია. მერაბ სეფაშვილი კონცერტებს გამოჯანმრთელების შემდეგ ჩაატარებს.
„უამრავი ზარი და შეტყობინება მაქვს, ყველას ვერ ვპასუხობ.
მერაბის მდგომარეობა უკეთესად არის, წევს პალატაში...
სიცხემაც დაუწია, მკურნალობა მიმდინარეობს გრაფიკით, ყველას დიდი მადლობა მოკითხვისა და თანადგომისთვის“, - წერს გია გოგორიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇