2026 წლის 11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ. კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მას უსმან ნურმაგომედოვი ინტერვიუს ჩაწერის დროს და სახეში ურტყამს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე და მას მხარდაჭერას უცხადებს.
„მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში.
ეს არის სრულად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი!
მერაბ, შენ გვერდით ვართ! საბა ლაზაშვილი, მაგარი კაცი ხარ“, - წერს კახა კალაძე.
ცნობისთვის, ქართველი მებრძოლი აბუ-დაბიში RAF-ის ჭიდაობის ღონისძიებაზე იმყოფება.
მერაბ დვალიშვილის განცხადებით, თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც მას და მის მეგობარს ძირს დაცემის შემდეგაც ფეხებს ურტყამდნენ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„გული ამერია, როცა ეს ვიდეო ვნახე“ – ნინა დრამა მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით