მსახიობი გოგა პიპინაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს. მსახიობს ცოტა ხნის წინ ოჯახის ოთხფეხა წევრი, პატარა ძაღლი, სახელად ტიმი დაეკარგა.
მისი თქმით, ტიმის დაკარგვით ოჯახმა დიდი ტკივილი განიცადა:
„რა მტკივნეულია ნეტავ იცოდეთ. რამდენიმე დღით გავარიდე ჩემი შვილიშვილი ძეგვს, იმ ტკივილს და განცდას რასაც მთელი ოჯახი განვიცდით პატარა ტიმის დაკარგვით.
მაინც სულ მქონდა იმედი, რომ ვინმე შემეხმიანებოდა და გვაპოვნინებდა პატარას. გაცილებით უარესი ყოფილა ახლა როცა დავბრუნდი ძეგვში და ტიმი კვლავ არ ჩანს. აუტანელია ეს გაურკვევლობის განცდა. ჯილდოსაც შევპირდი, პატივისცემასაც და რა ვიცი კიდევ რა.
ვერაფრით ვიჯერებ ადამიანის ასეთ ჯიუტობას და უტიფრობას. მგონია, რომ ასეთი ადამიანის ხელში ჩემი ტიმი საშინელი მოპყრობის მსხვერპლია. საშინლად მენატრება და მგონია რომ მაინც გამოჩნდება.
ჩემი შვილიშვილიც დღეებს ითვლის დაყოველ დღე მეკითხება: გოგ, ხომ ნამდვილად ვიპოვით ტიმოთეს?“ და მეც ვაიმედებ - „აუცილებლად ბაბუ, აუცილებლად“. არადა დღე დღეს მისდევს და უფრო და უფრო მიჭირს იმის დაჯერება, რომ არსებობს თუნდაც ერთი ისეთი გულგრილი ადამიანი, რომელსაც ამის ჩადენა შეუძლია.
მადლობა ყველა გულშემატკივარს გამოხმაურებისთვის და ასეთი გულთბილი თანადგომისთვის. მე მაინც იმედი მაქვს რომ ვიღაც ღვთისნიერი ძალიან გამახარებს და მაპოვნინებს პატარა ბიჭუნა ტიმის“, - წერს გოგა პიპინაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: