„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი და ცნობილი ფლორისტი ზურა შევარდნაძე საკუთარ გამომწერებს, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს სიახლეებს.
ამჯერად სოციალურ ქსელში იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ზურა შევარდნაძე ინდოეთში მოგზაურობს.
ფლორისტი ჰყვება, რომ ინდოელები განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით გამოირჩევიან:
„ინდოეთის ერთი მთავარი ამბავია მადლიერება, ერთმანეთის მიმართ და ზოგადად მადლიერება.
ეს პატარა საიდუმლო გუშინ მეც ამოვხსენი. საშუალო ტანის, ულვაშიანმა კაცმა თავისი ნავით განგაზე გასეირნება შემომთავაზა, 1500 რუპია მომთხოვა (46 ლარი ), ვიძვირე და მე 1000 შევთავაზე, იფიქრა ისიც არ დავკარგოო და დამთანხმდა.
ბევრი მატარა, მაჩვენა წმინდა, მსოფლიოში ყველაზე ძველი ქალაქის ბევრი საინტერესო ადგილი, თავისი დიდი ნავიდან დამანახვა და ყურადღება მიმაქცევინა ბევრი ისეთ რამეს, რასაც მის გარეშე ვერ დავინახავდი.
ფულს რომ ვუხდიდი მითხრა მეგობარო: „მე არ ვარ მადლიერი “ .
ჩემთვის გავიფიქრე, ნეტაი ერთი, მე ამით რა, შენ თუ მადლიერი არ ხარ? ასე არ აღმოჩნდა.
ბოლო სამი დღეა ვარანაზიში ვარ, ვაკვირდები ამ საოცარ ქალაქს როგორ დუღს და გადადუღს, ინდოეთის უკიდურესი მხარეებიდანაც როგორ მოდიან აქ სალოცავად, განგაში განიბანებიან და დიდ წყალობად ითვლება მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრი თუ განგის ნაპირზე დაიწვება.
ვაკვირდები ამ ჩემთვის უცნაურ ცხოვრებას და თვალებით ვეძებ ულვაშა მენავეს.
აქ როცა რამეს ყიდულობ მიღებულია ადამიანებს შეევაჭრო , როცა შეთანხმდები და გადაუხდი ისინი აუცილებლად გეუბნებიან რომ მადლიერია.
მივდივარ ამ ქალაქიდან და ბევრ დაუვიწყარ ემოციასთან ერთად მიმყვება უბრალო მენავის სიტყვები: მეგობარო მე არ ვარ მადლიერი. ჩემი ღმერთია მოწამე ვეძებე და ვეღარ ვიპოვნე“, - წერს ზურა შევარდნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„New Balance-ის ამბასადორები ვიქნებით“ - საბა საპანაძე სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს