საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, გარდაიცვალა დამსახურებული მწვრთნელი ზურაბ ტომარაძე:
„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ზურაბ ტომარაძის გარდაცვალების გამო.
ზურაბ ტომარაძე გახლდათ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და წამყვანი ქართული გუნდების მწვრთნელი. მისი ცხოვრება მთლიანად იყო დაკავშირებული კალათბურთთან და მოპოვებულ ტიტულებთან და პრიზებთან ერთად ზურაბ ტომარაძის დამსახურება დამოუკიდებელი საქართველოსთვის თაობების აღზრდაა“, - წერს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისათვის - ექიმის რჩევები
⭕გიორგი გულიაშვილმა ესპანეთში მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა