საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა და პლეიოფის საგზური მოიპოვა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა, 4 ქულა მოიპოვა და 1/8 ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.
30 ივნისს ქართველები მერვედფინალში ესპანეთს, ტურნირის ამ დრომდე საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდებიან. სავსებით შესაძლებელია, კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება გაგრძელდეს. გარდა იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილი ყველაფერს იგერიებს, რაც მისი კარისკენ მოემართება. ამასთან გიორგი მამარდაშვილი ყველაზე მეტ მეტოქეს, სწორედ ესპანეთის ლიგიდან იცნობს.
ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელ ვილი სანიოლზე საჯაროდ წერს და მას მადლობას უხდის.
„როცა მიწასთან გასწორებენ, გლანძღავენ და მაინც მათივე ბედნიერებისთვის რომ იბრძვი. მადლობა ვილი“, - წერს ნინო ნადირაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: