
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას ნიკა გვარამია სიტყვით გამოვიდა და თავის მეუღლეს ემოციური სიტყვით მიმართა.
„რაც არ უნდა მოხდეს აქ, არავითარ შემთხვევაში ეს არ ღირს ნერვიულობად… სოფო, შენ იცი, ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია ვიდრე ციხეში…“
ნიკა გვარამიას მხარს უჭერენ და ამას სტატუსებითაც გამოხატავენ ნანუკა ჟორჟოლიანი, სოფო ნიჟარაძე, ინგა გრიგოლია და სოფო ჭყონია.
ნათია გოგსაძე: „კი, ერთი დიდი ოჯახია ეს ტელევიზია და ნიკაა მისი მთავარი საყრდენი და მამოძრავებელი ძალა!
Nika Gvaramia როგორ მიყვარხარ“.
გიორგი უშიკიშვილი: „Nika Gvaramia საოცარი სიტყვა გქონდა ჩემი ოქროს მეგობარი ხარ“.
სოფო ნიჟარაძე:
„მიყვარხარ Nika Gvaramia ყველაფერი კარგად იქნება“.
სოფო ჭყონია:
„Nika Gvaramia რაც არ უნდა იყოს, შენთან ერთად ვართ!“
ნანუკა ჟორჟოლიანი:
„Nika Gvaramia -შენთან ერთად ომში წამოვალ. მიყვარხარ“.
ინგა გრიგოლია: „Nika Gvaramia❤️❤️❤️ახლა რამეზე თუ მექნებოდა ასეთი რეაქცია, აღარ მეგონა❤️ რანაირი სიტყვა გქონდა❤️დადუმებული გისმენდი… წარმატებები, მეგობარო! მაგრად სდექ“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: