ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს 2026 წლის 25 მარტს და, ირმა გაფრინდაშვილი გარდაეცვალა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და საზოგადოებას სამწუხარო ამბავი ამცნო.
ცნობილია, ტრაგიკულად დაღუპვის მიზეზიც. მას ავტომობილით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი დაეჯახა.
ირმა გაფრინდაშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„15 დღე გასულა დედა, მხოლოდ 15. მე კი მგონია საუკუნეა გასული ჩემო…
არც მახსოვს როგორი იყო სამყარო 25 მარტამდე. როგორები იყავით, როგორ იზრდებოდით, როგორ სწავლობდით, როგორ ცელქობდით ,როგორ მაბრაზებდით ან მეფერებოდით დედა.
მე ცხოვრების ათვლა დავიწყე 25 მარტის გამთენიისას, როცა მობილური რეკავდა განუწყვეტლივ,
ყვიროდნენ და კიოდნენ ჩემი შვილები და შვილიშვილები.
ვხედავდი შეშინებული მეზობლების და ახლობლების თვალებს.
ვიდექი ეკლესიასთან და უფალს ვეხვეწებოდი არ დაეშვა შენი წართმევა, ვახსენებდი, რომ შვილები გყავდა. ვუხსნიდი, რომ უშენობას ვერ ავიტანდით ოჯახის ვერცერთი წევრი, თუმცა არაფერი დე …
ჩვენ დავისაჯეთ და ასე დავრჩი განადგურებული, იმედწართმეული და გაწბილებული.
დაიწყო ცხოვრების ახალი გზა ჩემთვის - სავალდებულო .
შენთვის? ….
მხოლოდ ეს მახსოვს რომ მყავდი: კეთილი, ლამაზი, ნიჭიერი, დარდიანი და უღალატო შვილი ირმიკო. სხვა არაფერი და ვერაფერი გავიგე შვილო ამ ცხოვრების“, - წერს ინგა ჟღენტი.
ასევე დაგაინტერესებთ: