Digest Logo

„მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით...“ - თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

1778521040
თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მეუღლეს, მსახიობ სანდრო მიკუჩაძეს დაშორდა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამუნა მუსერიძემ დაწერა.

წყვილი ერთად 12 წელი ცხოვრობდნენ, იგი დაშორების მიზეზად მესამე პირს ასახელებს.

მეუღლესთან დაშორების შემდეგ თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, იგი მეგობრებს მიმართავს მისი და სანდროს შვილების ფოტოებზე ნუ დაწერენ სანდროს შეურაცხმყოფელ კომენტარებს, რადგან ეს ბავშვებზე მოქმედებს.

„ჩემო მეგობრებო, ახლობლებო და ფეისბუქ-მეგობრებო!

მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით 

ჩემი და სანდროს შვილების ფოტოებზე ნუ დაწერთ სანდროს შეურაცხმყოფელ კომენტარებს. მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ. მამაზე მსგავსი შინაარსის კომენტარების წაკითხვა მათ ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახება.

ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დედისთვის, შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა უპირველესია. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი აგრესიისგან. ის ჩემი შვილების მამაა და მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ჩვენს ურთიერთობაში, ის მათთვის ყოველთვის მამად დარჩება. გავუფრთხილდეთ ბავშვებს!
დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს. მიყვარხართ!“, - წერს თამუნა მუსერიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გაუფრთხილდით ამ აუწონავ და შეუფასებელ საგანძურს, რასაც სიცოცხლე და ადამიანი ჰქვია“ - რას წერს გივიკო დიდია

⭕ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ოპერაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა - ნახეთ, რა კადრებს გვიზიარებს ლაშა ბექაური

⭕„ჩემი, ჩემი, ჩემი“ - რა ფოტოს გვიზიარებს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ