ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ მისი ნებაა ასეთი.
ხშირად არის ხოლმე:
— არ არის ღვთის ნება?!
— ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც არის ღვთის ნება, იცით რა არის?! — აი, შენ რომ ხარ, ეგ არის ღვთის ნება;
და ხარ — როგორც ღვთის ხატი და მსგავსი, რომელსაც გაქვს სიტყვა, რომელსაც გაქვს ვალდებულება, ეს სიტყვა სწორად გამოიყენო, რომელსაც გაქვს ვალდებულება, შენი ღვთის ხატობის რეალიზება მოახდინო მსგავსებით,
და ეს მსგავსება ნიშნავს, რომ მუდამ წარმატებული იყო ამ პროცესში...
მოვიდა ღმერთი და თქვა: „მე ვარ გზა“,
ეს ნიშნავს, რომ მუდამ დინამიკაში, არსებობდეს შენი არსება,
არასოდეს არ უნდა გაჩერდე,
იმიტომ, რომ ქრისტე გზა არის,
თუ გაჩერდები - ქრისტესთან აღარ ხარ,
ამოძრავდები სწორი მიმართულებით — ქრისტესთან ხარ,
აი, ღვთის ნება.
და გითხრა კიდევ, რომ ჩემი შვილი უნდა გახდე,
ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ჩემი შვილი გახდე,
მოგცა პროგრამა — „მამაო ჩვენო“ სრული პროგრამაა, მისი შვილი როგორ გახდე,
აი ღვთის ნება.
კიდევ რაღა გინდა?!
რა გინდა კიდევ?!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: