Digest Logo

„მსგავსი განსხვავებული გარეგნობის ახალგაზრდას საბჭოური მენტალობის ციხე არ მიიღებს სიხარულით...“ - რას წერს ადვოკატი?

1680417733
ნათია ჩხეტიანი ლაზარეზე

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა.

👉„ლაზარე თმას იღებავს, საყურე უკეთია, ტატუც აქვს... როცა საქმე ქვეყნის სიყვარულს ეხება, ლაზარეები ჩაფხუტს იხურავენ და ომში მიდიან“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

ამ ამბავს ადვოკატი - ნათია ჩხეტიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლაზარეს ამ გარეგნობით ციხეში ფსიქოლოგიურად გატეხავენ.

„ლაზარე ციხიდან უნდა გათავისუფლდეს! მსგავსი განსხვავებული გარეგნობის ახალგაზრდას საბჭოური მენტალობის ციხე არ მიიღებს სიხარულით. მას გატეხავენ მორალურად, ფსიქოლოგიურად! ლაზარე აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს!

ციხეს მახინჯი სტანდარტები შემორჩა.

დემოკრატიის პირმშოებს დამაკნინებელი ტერნინებით ნათლავს. 

ლაზარეს ადგილი იქ არ არის!

გააქტიურდით!

თავისუფლება ლაზარეს, თავისუფლებისთვის მებრძოლ მწუხარე სახის ბიჭს!“, - წერს ჩხეტიანი.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ახალი ჩანაწერები - შალვა რამიშვილის სკანდალური მხილების მეორე ნაწილი

🔵„დათო იყო ერთადერთი ვინც გადამარჩინა. ის იყო ჩემი ყური, ენა, შუამავალი და საყრდენი“ - თინა ხიდაშელი ქმარზე

🔵„აი, მაგალითი როგორ გაძარცვო მრევლი ქრისტეს სახელით...“ - რა ღირს ეპისკოპოსის საათი და რას წერს სასულიერო პირი მასზე