პატიმრობაში მყოფი სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე თავის გულშემატკივრებს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს. გოგაშვილი თავის მხარდამჭერებს მადლობას უხდის და განსაკუთრებული სიყვარულით მის თანასოფლელებს მოიხსენიებს, რომლებსაც ჰპირდება, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ უსამართლო ომს თავისი გამარჯვებით დაასრულებს.
„გილოცავთ ყველას მარიამობას! შეეწიოს და დაიფაროს დედა ღვთისმშობელმა მთელი საქართველო. გულით მინდა მივულოცო ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და ნათესავებს. განსხვავებულად მინდა მივულოცო ჩემს ქიზიყელებს, რომლებიც ასე მომენატრნენ. მოვიკითხავ და მადლობა ყველას ჩემი ოჯახის გვერდში დგომისთვის ამ განსაცდელის ჟამს.
სოფლის თავიდან დავიწყებ: პუდრაანთ რომა და ფხოკელები, ბაღატიანთ სოსო, მოლაურაანთ მიშო ( სრულიად ფარხაჩაანისა და კირასაულის ეპისკოპოსი) ღაბაანთ მიშო და ნათია, ბაბლუაანთ მამუკა და ილო, ჩეფოაანთ ხვიჩა და ციცო, ხმამაღალი გელა და ეკა, პოლკაანთ ყოყე და ნინო, კერატა, ფაჩო, ბარგანაანთ ბიჭები, წუკლაანთ ემზარა, ბაჩა, გავერა, ტროცკა, ბრაძიაგა, ჭყიპო, გუჯა ამპულა, მთელი „ბირჟა“ და ჩვენი ახალგაზრდები, ჩემი უბანი, გაულაწუნე, კომისარა, პაწაანები, ჩიტიაანები, ბოსტაანები, არავინ გამომრჩეს, ხალხო ყველას მადლობა. მოვიგებთ ამ ომს და ერთად ავღნიშნოთ ყველამ. იქამდე მარიამობის სუფრაზე ერთმანეთს ჩემს გარეშე შეერკინებით ამ ერთხელ.
პ.ს ახალ ქვევრებს ერიდე ყოყე. სოსო გოგაშვილი, 306-ე საკანი", - წერს სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ხალხო არ შეიძლება პიტბულის უყურადღებოდ ყოლა...“ - ტორესა მოსი
🔵ხალიჩის ქვეშ ხავსი ერთი კვირით გააჩერეთ - ვანგას რჩევა ბარაქის მოსაზიდად
🔵„პოზიტიური დღეა ძველი პრობლემების მარტივად მოსაგვარებლად“ - მიხეილ ცაგარელი