
ტელეეკრანებიდან გამქრალი ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ოჯახურ თუ ყოველდღიურ კადრებს საკუთარი ცხოვრებიდან. იგი თავისი ხმაურიანი განცხადებებით თუ შეფასებებით მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა და აქტუალობას ბოლო რამდენიმე წელია არ კარგავს.
ხატია სიჭინავას და სპორტსმენს, რამაზ ნოზაძეს 14 წლიანი სიყვარულის ისტორია აკავშირებთ. მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ.
ხატია ამჯერად სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მამაზე წერს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ბავშვობიდან ერთი და ერთადერთი ხარ, ვინც ხელს არ მიშვებს, მამაა.
წაქცეულსაც და ორივე ფეხზე მყარად მდგომსაც, შენ ხელს არ მიშვებ. ამიტომ უფლება არ მაქვს, არ მჯეროდეს შენი ❤️ მიუხედავად ჩემი სიჯიუტისა, მოთმინებით მელოდები, თუ უცებ წავიქეცი და ადგომა მეზარება. მიყვარხარ“, - წერს ხატია სიჭინავა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕წარმატებული ადამიანების საღამოს 7 რიტუალი
⭕„ღამე არ გავა, გიო, გულში რომ არ მყავდე ასე ჩაკრული...“ - მარიამ მდივანი გარდაცვლილ ძმაზე
⭕„ეს ვარდები იმედია კალასგან არის“ - რა ფოტოებს აქვეყნებს მანუ მურღულია?