
ტელეწამყვანი მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის ემოციურ კადრებს ხშირად გვიზიარებს სოცქსელში.
18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა.
ამჟამად მაია ასათიანმა გამომწერებს ახალი ინფორმაცია გაუზიარა, სადაც ვკითხულობთ, რომ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში ისევ არსებობს ნუცა მახვილაძის სტიპენდია, რომელსაც წარმატებულ ქართველ სტუდენტებს აძლევენ:
„დღეს გავიგე, რომ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში ისევ არსებობს „ნუცა მახვილაძის სტიპენდია“, რომელსაც წარმატებულ ქართველ სტუდენტებს აძლევენ.
მთელი დღე მეტირება, ოღონდ მგონი სიხარულის ცრემლებია ეს…“, - წერს მაია ასათიანი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ: