მსახიობი, იუმორისტი და ქართული ესტრადის გამორჩეული წარმომადგენელი ვახტანგ ტატიშვილი 85 წლის გახდა. იუბილეს სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით ულოცავს კომპოზიტორი და მუსიკოსი გია ბაღაშვილი და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.
„ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის უსაყვარლესი ვახტანგ ტატიშვილი დღეს 85 წლის გახდა! კიდევ მრავალი წელი გვყავდეს მხნედ, ჯანმრთელი და გახარებული ლეგენდარული პიროვნება, რომელსაც მთელი თაობები ჰყავს აღზრდილი სიყვარულით, სიკეთით და სილამაზით!“, - წერს გია ბაღაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სხვის პრობლემებში ჩაღრმავება საჭირო არ არის“ - თაკო მელიქიშვილი 25 ნოემბრის ენერგიებზე
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით