Digest Logo

„მუხლდაჩოქილი გემუდარები მოდი...“ - ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

1738700251
ბათუმში დაკარგული მოზარდი

ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც შვილს მიმართავს. 

„დე, ჩემო გულის და სულის ნაწილო, ჩემო სიყვარულო, ჩემო ბედნიერება, ჩემო ღვთის საჩუქარო, ჩემო სიამაყე და ჩემო ყველა ფერო...! იცი, როგორ მჭირდები? აი, როგორც ადამიანს არსებობისთვის წყალი და ჟანგბადი...!!! ამას თუ იმაზე მეტ ხანს ვერ მიიღებს ადამიანი, უბრალოდ ვერ იცოცხლებს. მუხლდაჩოქილი გემუდარები დე, მოდი, ჩამეხუტე და მომეცი ძალა, რომ ვისუნთქო... უკიდეგანოდ მჭირდები და მენატრები... დამირეკე და ხმა მაინც გამაგონე, დე. გამაგონე შენი როხროხა ხმა, დე“, - წერს ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში.

ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იპოვეთ ისეთივე სიყვარული, როგორიც თქვენს მშობლებს ჰქონდათ...“ - რა პასუხი გასცა ანი კეკუამ წამყვანის მიერ დასმულ კითხვას?

🎥 „დილის რვა საათზე გვიწევდა სიმღერა...“ - რას ჰყვება ანი კეკუა?

⭕„შეუდარებელი და ულამაზესი ხარ...“ - მარიამ სანოგო უახლეს კადრებს გვიზიარებს