
ცნობილი ტელეწამყვანი თათია შარანგია წლების მანძილზე საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბრობდა. მის ცხოვრებაში სამი ქორწინება იყო - ლაშა შევარდნაძეზე, სანდრო შელიასა და ჯარჯი თორაძეზე.
როგორც თათია ცოტა ხნის წინ წერდა, ამჟამად მისი პირადი ცხოვრება მისი სამი შვილია და საკუთარ თავზე უზომოდ არის შეყვარებული.
ტელეწამყვანი ამჯერად ვარდების ულამაზეს ბუკეტთან ერთად პოზირებს შემდეგი სათაურით: „მზე, რომელსაც ჩემსას ვეძახი“.
შარანგიას გამომწერების ნაწილი უკვე ვარაუდობს, რომ იგი ახალ სიყვარულზე მიანიშნებს. თავად თათია ამაზე პირდაპირ არ საუბრობს, თუმცა მის პოსტს უამრავი თბილი კომენტარი და მილოცვა მოჰყვა.
„ვაუ, სიახლეებია?“.
„ძალიან გიხდება ბედნიერი სახე“.
„ბრწყინავ და ანათებ, აშკარად შეყვარებული ხარ“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ხანდახან ვახარებ ხოლმე კდეც სიდედრს“ - რა კადრებს გვიზიარებს არუნ ხათრი