
ძაღლთა თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პატრულმა მხოლოდ იმის გამო დააჯარიმა, რომ რიკოთზე ძაღლს პური გადაუგდო.
„დიდი მადლობა პატრულს! ჯარიმა „ნაგვის” გადაგდებაზე! ნაგავი იცით რა იყო?! პური, რომელიც რიკოთზე ძაღლს გადავუგდეთ!! არანაირმა თხოვნამ და ახსნამ არ გაჭრა!! სახელმწიფოს გასაკეთებელს რომ ხალხი აკეთებს და ამაზე კიდევ გაჯარიმებენ… სირცხვილია ეს საქციელი ნამდვილად“, - წერს თამაზ ელიზბარაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ახალგაზრდები გაიქცევიან და დარჩენილები ჭაობად ჩამყაყდებიან“ - რას წერს ირაკლი აბსანძე