საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა მეუღლემ ნიცა თავაძემ შვილი, პატარა დამიანე კვარაცხელია გასულ კვირას სამთავროს დედათა მონასტერში მონათლეს.
წყვილმა შვილის გაქრისტიანება, მოგვიანებით წვეულებაზე მეგობრების გარემოში აღნიშნა.
დამიანე კვარაცხელია 21 აგვისტოს დაიბადა. წყვილისთვის იგი პირველი შვილია.
ამჯერად ნათლობის ცერემონიიდან მორიგ კადრებს „სამთავროს დედათა მონასტერი“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
„ღმერთმა ღირსეული ქრისტიანი გაზარდოს“,
„ნამდვილი ქართული ოჯახი“,
„ღმერთმა ღირსეული ქრისტიანი გაზარდოს“,
„კეთილი იყოს დამიანეს მობრძანება ქრისტიანულ სამყაროში“, - წერენ კომენტარებში.
ნახეთ ფოტოები 👇
ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ სპორტსმენმა სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტზე ორი წლის წინ იქორწინა. წყვილს დიდი ხნის სასიყვარულო ისტორია აქვს და ოფიციალური ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად იტალიაში გადავიდნენ, სადაც ხვიჩა, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდში თამაშობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: