მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა, რომელიც 3 შვილის დედაა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან ცნობილ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალებში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც სახასიათო მეგრელი ქალის, დოჩი ალიშბაიას როლი შეასრულა.
ამის შემდეგ კი მისი პოპულარობა გაიზარდა და ნანუკა ბევრისთვის საყვარელ სახედ იქცა.
მსახიობის უმცროსი შვილი, კირა დღეს, 6 ივნისს ერთი წლის გახდა:
„კირა, 1 წლის გახდა! ❤️
დე, ჩემო სულო, მადლობა უფალს, რომ შენც გამიჩნდი. მადლობა უფალს, რომ ყოველ წამს გულში ზეიმი მაქვს!
ნათელი მომავალი გქონდეს, შვილო. ჯანმრთელი მყავდე, ბედნიერი ყოველ წამს…
მინდა, სიკეთესა და სიხარულს ასხივებდე მრავალი, მრავალი, უთვალავი წელი!“, - წერს ნანუკა გულუა.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სასკოლო ექსკურსიის მიკროავტობუსები ავარიაში მოყვა - დაღუპულია ერთი ადამიანი
🎥 როგორ დავიკლოთ წონაში ქაბაბის და მწვადის ჭამით? - არუნ ხათრი ვიდეომიმართვას ავრცელებს