
2022 წლის, 5 იანვრის დილას, რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს ყველასთვის შოკის მომგვრელი ამბავი იყო. მას 2 შვილი დარჩა.
ყველასათვის საყვარელი მსახიობის გარდაცვალებიდან დღეს 3 წელი გავიდა. მისი მეუღლე, ნინო ბერიძე კი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ტკივილით სავსე დღე, თავზარდამცემი დილა, დანგრეული ბედნიერება, ჩვენი დამარცხება და სიკვდილის გამარჯვება. 3 წელი გავიდა ნიკა ქაცარიძე უშენოდ“, - წერს ნინო ბერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: