
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე საქართველოს სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს ნიკოლოზ რაჭველს სოლიდარობას უცხადებს და მის მხარდამჭერს პოსტს ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს:
„ნიკოლოზ რაჭველი ნებისმიერ ქვეყანას ხელის გულზე ეყოლებოდა. მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ ასე გაიმეტონ, მაინტერესებს კიდევ რა დავალებას მისცემენ ტროლ-ბოტებს, კიდევ რას დააბრალებენ? ყველა ეს ბინძური კამპანია უკან დაუბრუნდებათ მის დამკვეთებს, თანაც ძალიან მალე.
გული არ გაიტეხო ჩემო ნიკა!
ვიცი,რომ ძნელი გადასატანია ეს ცილისწამება.ჩემზე მაქვს გამოცდილი.
ეს სიბნელე დიდხანს ვერ იარსებებს!
მალე გამოიდარებს საქართველოში!“, - წერს პაატა ბურჭულაძე.
ცნობისთვის, 2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველო 19 დაღუპულს გლოვობს. 16 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის არიან ბავშვები.
აღნიშნულ ტრაგედიას არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა, რომელთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ხელისუფლება გააკრიტიკა არასათანადოდ დაგეგმილი სამაშველო ღონისძიებების გამო. უკმაყოფილოთა რიგებში აღმოჩნდა მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი, რომელმაც დაწერა, რომ ქართველ ხალხს ეს ტრაგიკული რეალობა არაპროფესიონალიზმის, დილეტანტური და პროვინციული მიდგომის, გაუაზრებლობის, უსაფუძვლო ამბიციურობის და ჩამორჩენილი მენტალიტეტის გამო აქვს.
ასევე დაგაინტერესებთ: