დუეტ „ლეონის“ წევრებს, მომღერალ ლევან წვერავასა და მის ულამაზეს მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს, 29 მაისს მეორე შვილი შეეძინათ. წყვილი ორი ვაჟკაცის მშობელი გახდა.
ლევანის თქმით, სახელი იესე თავად მოიძია ინტერნეტში და ნინის იმდენად მოეწონა, რომ არჩევანი მაშინვე მასზე შეაჩერეს.
წყვილი შვილების ახალ კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„ნოე და იესე 🩵
ჩვენი ყველაზე ლამაზი ისტორია“, - წერია ვიდეოს აღწერაში.
მომღერლის თქმით, უფროს შვილს, ნოეს, მცირე ეჭვიანობა ჰქონდა, თუმცა ძამიკოს საოცარი ემოციით შეხვდა და ახლა, როცა ბავშვი ტირის, მშობლებს დაბნეული სთხოვს, ჩქარა აჭამონ.
ასევე დაგაინტერესებთ: