Digest Logo

„ნუ ბედავთ ქალის დამცირებას! ამ ჩვილის უკან კაციც დგას, რომელმაც, ამ ჩვილის დედა მიატოვა და დაემუქრა მოკვლით!!“ - იუნა შაფათავა დედას, რომელმაც ჩვილი სამშობიაროში დატოვა, მხარდაჭერას უცხადებს

1690526948
იუნა შაფათავაიუნა შაფათავა

თბილისის ერთ-ერთმა კლინიკის მედიკოსმა სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ ამბავი გაავრცელა და დაწერა, რომ 3 დღის ჩვილი გოგონა დედამ მიატოვა. ექიმმა განმარტა, რომ მიტოვების სავარაუდო მიზეზი საზოგადოების თვალში დედის „პატიოსანი ქალის“ სახელის შელახვაა. მისივე ინფორმაციით, ჩვილთან სოციალური მუშაკი უკვე იმყოფებოდა, რომელიც ახალშობილს უახლოეს დღეებში თავშესაფარში გადაიყვანს.

ჩვილის მიტოვებას საზოგადოების თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი გამოეხმაურა და მისი შვილად აყვანის მსურველები გამოჩნდნენ.

აღნიშნულ ამბავს, რომლის შესახებ დისკუსია დღემდე არ ცხრება ამერიკაში მცხოვრები მსახიობი იუნა შაფათავა ეხმაურება და წერს:

„რა უფლებით ლანძღავთ ქალს??

ეს მისი გადაწყვეტილებაა!!

მილიონ ადამიანს უნდა ბავშვის აყვანა და კანონები გაასწორეთ, ეს ის საქართველოა, სადაც თამუნა მუსერიძემ  ახალშობილებით საძაგელ ვაჭრობის ბიზნესს ახადა ფარდა.

ნუ ბედავთ ქალის დამცირებას!

ამ ჩვილის უკან კაციც დგას, რომელმაც, სავარაუდოდ, ამ ჩვილის დედა მიატოვა და დაემუქრა მოკვლით!!

რატომღაც ქალს ლანძღავთ, რომელიც კაცმა უპასუხისმგებლოდ დააფეხმძიმა და გაქრა ამ ქალის და ჩვილის ცხოვრებიდან!

ამ ქალმა ამ ბავშვს სიცოცხლე მაინც აჩუქა და ბედნიერი მშობლების პოვნა ვუსურვოთ მას!!

გონს მოდით, ბნელებო, ქალის ჯვარზე გაცმამდე რაციონალურად აზროვნება ისწავლეთ და კიდევ ერთხელ - ბავშვების აყვანის და მარტოხელა დედებზე კანონი გაასწორეთ!!

არ არის სირცხვილი, იყო ქალი და პირადი ცხოვრება გქონდეს! ყველამ საკუთარ ცხოვრებაში ჩაიხედეთ!

ნუ ბედავთ ქალის გადაწყვეტილების განსჯას!!!“,- წერს იუნა შაფათავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „3 დღის მარიამი დღეს სამშობიაროში დატოვეს... მან მხოლოდ ის დააშავა, რომ მის გამჩენს „პატიოსანი ქალის“ სახელს შეულახავდა“ - თბილისში ჩვილი მიატოვეს

🔵„გთხოვთ დამაკავშირეთ ვისაც ეს ეხება“ - ნინი შერმადინი მზადაა მიტოვებული ჩვილი იშვილოს

👉 „ეს ბევრად უკეთესი გამოსავალია, ვიდრე აბორტი ან სანაგვეში დატოვება“ - რას წერს ჩვილის მიტოვებაზე ექიმ რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი?